saqarTvelos mdinareebi - mawimiswyali
ქვეყანა | საქართველო, აზერბაიჯანი |
ტერიტორიული ერთეულები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
სათავე | კახეთის კავკასიონი |
სიგრძე | 39 კმ |
აუზის ფართობი | 326 კმ² |
სინონიმი: მაწიმი.
მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანში, მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2720 მ. სიგრძე 39 კმ. აუზის ფართობი 326 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში, წყალმოვარდნა – ზაფხულ-შემოდგომაზე. იყენებენ სარწყავად.